დღეს ძალიან ბევრი ვიმუშავეთ სტანდარტებზე, მიზნებზე, საკვანძო სიტყვებზე და სამი მიმართულების დამხმარე შეკითხვებზე.დროის უქონლობის გამო ძალიან მშრალად ჩამოვთვალე.
ტრენინგის პირველი დღე ძალიან დატვირთულია სიახლეებით.ამ სიახლეებიდან დავიმახსოვრე ელექტრონული წიგნის გამოყენება,მისი სარჩევის გამოყენებით საჭირო მასალის მოძიება. ასევე გავიგე პორტფოლიოს შექმნა და საჭირო ფაილების შენახვა. ასევე ვისწავლე რესურსების მოძებნა და გამოყენება. ყველაზე მაგარი რაც იყო ეს არის საკუთარი ბლოგისბ უკვე გააზრებულად შექმნა. აღმოვაჩინე ,რომ სულაც არ არის რთული ამის გაკეთება და იმედი მომეცა ,რომ ამ ყველაფრის გამოყენებას შევძლებ პრაქტიკულად. ?თუ რაიმე სირთულეს წავაწყდით მომავალში ხომ დაგვეხმარებით? პ.ს. კარგად თუ ვმუშაობთ ეს ბატონ დავით ნოზაძის დამსახურებაააა.
პირველი მოდულის გავლის შემდეგ უფრო ნათლად დავინახე რამდენად მნიშვნერლოვანია რეფლექსიის დაწერა და რა როლი უკავია მას სასწავლო პროცესში,ანუ იმის გააზრება თუ რისი გაკეთება გვინდა და რა აქტივობები უნდა დავგეგმოთ მიზნის მისაღწევად.მივიღე პრაქტიკული ცოდნა და რჩევები ბუკლეტების შესაქმნელად.გადავდგით პირველი ნაბიჯები გლოგის შექმნისა და მისი გამოყენებისა.საერთოდ ნათქვამია ,რომ გამეორება ცოდნის დედააო.იმედი მაქვს ამ ტრენინგის დარჩენილ დღეებში კიდევ მრავალჯერ გავიმეორებთ ამ ნაბიჯებს მიღებული ცოდნის გასამტკიცებლად.
Комментарии
Отправить комментарий