Сообщения

კვლევის ანგარიში

კვლევა მოგესალმებით.გთხოვთ გაეცნოთ კვლევის ანგარიშს და მომაწოდოთ თქვენი უკუკავშირი.წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის.

ტრენინგის მე-9 დღე-ბოლო

ჩემი პროექტის პორტფოლიო - "ჩვენი სკოლის სასკოლო ტრანსპორტის მოძრაობის ოპტიმალური მარშრუტი"                                                  მე- 9 დღის რეფლექსია დღეს ტრენინგის ბოლო მე-9 დღეა. ვაჯამებთ რაც ვისწავლეთ და  შევქმენით ჩვენი პროექტის პორტფოლიო გავიარეთ ძალიან რთული  ,მაგრამ  საჭირო ინფორმაციით  გაჯერებული გზა.გავიგეთ ბევრი სიახლე და ვისწავლეთ ისეთი ელემენტები კომპიუტერის ფამოყენებისა სასწავლო პროცესში ,რაც ნამდვილად დაგვეხმარება და გაგვიადვილებს მოსწავლეებისათვის სასწავლო მასალის მიწოდებას  პროექტების გამოყენებით. ერთერთი ძირითადი მომენტი ამ ტრენინგისა არის ის ,რომ ვისწავლეთ ელექტრონული წიგნის გამოყენება ,მოძიება საჭირო მასალებისა და რესურსებისა.უკეთესად გავიგეთ ბლოგთან  და  DRIVE-ში მუშაობა .  ყოველ სატრენინგო დღეს მუშაობა მიდიოდა ძალიან მაღალ ტემპში.იმისათვის ,რომ მიღებული ცოდნა იყოს მყარი და არ დაგვავიწყდეს მყისიერად ,სასურველია სწავლების უფრო ოპტიმალური ტემპის შერჩევა. მადლობა გაწეული სამსახურისთვის  ჩვენ ტრენერს ნინო მღებრიშვილს.წარმატებებიიი!

ტრენინგის მე-8 დღე

დღეს განვიხილეთ მე-7 მოდული  -ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.გავეცანით ფასილიტაციას.განვიხილეთ  ფასილიტაციის ნიმუშებს  და მოვარგე ჩემს პროექტს. მოვახდინეთ აქტუივობების გაწერა.გავეცანით მზა პროექტის გეგმას და მასში გაწერილ შესაბამის პროცედურებს.ჩაუღრმავდით საკვანძო შეკითხვებს და ჩამოვწერეთ ჩემი პროექტის საკვანძო შეკითხვები და  სასწავლო გეგმის შაბლონში  დეტალურად გავწერე შესაბამისი პროცედურები.როგორც ყველა დღე დღევანდელი დღეც დატვირთული იყო ბევრი სიახლეებით ,რომლებიც გამოგვადგება  პრაქტიკაში.

ტრენინგის მე-7 დღე

დღესაც ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. დღე დავიწყეთ  იმით ,რომ გეგმის შაბლონში შევავსეთ შეფასების მოკლე მონახაზი,სადაც ავღწერე შეფასების ის მეთოდები და ინსტრუმენტები,რომელსაც გამოვიყენებ პროექტში.მე-6 მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისთვის დიფერენცირებული სწავლების როლი რამდენიმე თვალსაზრისით.   შევქმენით შეფასების ფორმა ,რომელსაც გამოვიყენებ თვითრეგულირებადი და თანამშრომლობითი უნარების სამართავად.მოსწავლეთა მხარდაჭერისთვის შევქმენით "ჩემი ჟურნალი",რომელიც დაეხმარება მოსწავლეს თავისი ცოდნა და უნარები დამოუკიდებლად მართოს.   განვიხილეთ 3 ტიპის მოსწავლე და სწავლების დიფერენცირება ჩვენი გეგმის შაბლონში-დიფერენცირების ჩარჩოში.

ტრენინგის მე-6 დღე

როგორც ტრენინგის ნებისმიერ დღეს დღევანდელი დღეც ძალიან არის დატვირთული ბევრი ახალი ელემენტებით.კერძოთ; დავასრულეთ და ავტვირთეთ ბლოგზე მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში.შეფასების რუბრიკის გამოყენებით შევაფასეთ ერთმანეთის მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები.შევადგინეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშის შეფასების რუბრიკა.სასწავლო პროექტის შაბლონში შევიტანეთ , ანუ დავამატეთ შეფასების რუბრიკა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის რუბრიკა

ტრენინგის მე-5 დღე

დღეს ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ბევრი სიახლე გავიგეთ.დღე დავიწყეთ პრეზენტაციის დასრულებით.შემდეგ ავტვირთეთ ბლოგზე.და  შევაფასეთ ერთმანეთის პრეზენტაციები შესაბამისი შეფასების რუბრიკების გამოყენებით კომენტარების სახით.ასევე გავეცანით როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები.შევინახეთ საავტორო უფლებების მარტივი შაბლონი.ვისწავლეთ ასევე გამოყენებული საიტის დამახსოვრება  ბუკმარკის გამოყენებით.ასევე ვისწავლეთ როგორ უნდა დავავიწროვოთ ძებნის არეალი ბრჭყალების გამოყენებით .დავიწყეთ მოსწავლის ნიმუშზე მუშაობა -სლაიდების შექმნა .

ტრენინგის 4 დღე

მთლიანად ვაჯამებთ  2 მოდული. ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების  გამოყენება რამდენიმ,ე თვალსაზრისით: არსებობს 5 მიმართულების  სტრატეგია და მოსწავლეები უნდა შევაფასო 5 ვე სტრატეგიებით.  მოსწავლის წინარე ცოდნის დასადგენად შევქმენი საკუთარი ინსტრუმენტი და ბოლოს გავეცანი პრეზენტაციის ნიმუშებს ,რომლებიც დამეხმარება ჩემი პროექტის პრეზენტაციისათვის.